ესპანეთის სამეფოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიმართვა, ესპანეთის მთავრობის მეთაურს, პედრო სანჩესს.

ბატონო პედრო სანჩეს, მოგესალმებით  ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. მადლობას ვუხდით ესპანეთის სამეფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს საქართველოს მოქალაქეების ესპანეთში მიღებასა და ინტეგრაციაში. ჩვენ უკვე წლებია ვცხოვრობთ ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში და წვლილი შეგვაქვს ქვეყნის წინ სვლასა და სტაბილურობაში, როგორც ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებს.

მოგეხსენებათ საქართველოში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე რაც მე-3 პრეზიდენტის გარშემო ხდება, ეს გახლავთ სრული აცდენა სამართლებრივ კანონებთან და შეუსაბამობა საერთაშორისო ნორმებთან. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47 დღეა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საქართველოს მთავრობა არ იძლევა ნებართვას, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი გადაყვანილ იქნას მულტი ფუნქციურ კლინიკაში ადეკვატური მკურნალობისთვის.

47 დღეა საქართველოს მთავრობა ჩვენს თვალწინ კლავს ადამიანს ციხეში და ამას აკეთებს ღიად და საჯაროდ. გვაყურებინებს ადამიანის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, გვხდის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის თანამონაწილეს.

მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა საშუალება დასწრებოდა საკუთარი საქმის სასამართლო პროცესს, ამავე დროს ექსპრეზიდენტი ციხეში ყოფნის გარდა უდიერი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლია, რომლის ვიდეო მტკიცებულებაც მოიპოვება სოციალურ ქსელში, რომელიც თავად საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

გთხოვთ ბატონო პრემიერო, ჩვენი ემიგრანტების თხოვნაა მიმართოთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა უზრუნველყონ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და გადაყვანილ იქნეს მრავალ პროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მოხდება მისი მკურნალობა, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

შემდგომ კი უფლება მიეცეს დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, ასევე უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესის გამჭვირვალობა პირდაპირ ეთერში, სამართლიანი სასამართლოს პირობებში.

პატივისცემით

ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

Firmar esta petición

Al firmar, acepto que Tamar Burduli podrá ver toda la información que proporciono en este formulario.

No mostraremos la dirección de correo electrónico públicamente en línea.

No mostraremos la dirección de correo electrónico públicamente en línea.


Doy mi consentimiento para procesar la información que proporciono en este formulario para los siguientes fines:




Publicidad de pago

Haremos difusión de esta petición a 3000 personas.

Más información...